კახოვკას აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე, რუს სამხედროებს ტერიტორიის დატოვება უბრძანეს – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე, რუს სამხედრო მოსამსახურეებს რადიოკავშირის საშუალებით სადგურის ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.

“სამწუხაროდ, კატასტროფა უკვე მოხდა. ეს ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფაა – ტერორისტული და ეკოციდის აქტი და განზრახ განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მიერ.

საკმაოდ ბევრი ფაქტია, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნახევარი საათით ადრე რადიოქსელით გადასცეს, რომ ძალიან სწრაფად უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების ჯგუფი მივიდა და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, 6 ივნისს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესის კაშხალი ააფეთქეს, რის შედეგადაც წყალმა უკონტროლო დინება დაიწყო. დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 17 ადამიანი, 31 კი დაკარგულად ითვლება.

ამავდროულად, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ევაკუაციის არარსებობის გამო, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 500 ადამიანსაც აჭარბებდეს.

გამოუსწორებელი ზიანი მიადგა გარემოსაც.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, არსებობს აფეთქების საფრთხე – ბუდანოვი