კახიშვილი ლომჯარიას შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველს შეხვდა.
კახა კახიშვილმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა მიულოცა და გატარებული, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა იმ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულების/ბრალდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კახიშვილმა ლომჯარიას განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციური დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს.
ისაუბრეს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშზეც.
ლომჯარიამ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც სასურველია.
კახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და გამოწვევები ერთობლივი კონსულტაციის შედეგად პოზიტიურად გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის მამა: აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის
შემდეგი სტატიაბესიკ ფარცვანია ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდა