კახიძე ზოიძეს: რუსთაველზე საუკეთესო ახალგაზრდობაა, მე-5 კოლონა შენ პარტიაში მოიკითხე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე, აკაკი ზოიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს, მეხუთე კოლონა უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველი გუნდის წევრს ურჩევს მტრები და პრორუსულები საკუთარ პარტიაში ეძებოს.

“ჩემმა კოლეგამ, კაკი ზოიძემ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებს უწოდა მეხუთე კოლონა, რითიც ისინი მტერთან კოლაბორაციაში დაადანაშაულა.

ვინც არ იცით, კაკი 2003 წელსაც მაშინდელ რეჟიმს იცავდა. შევარდნაძის კორუმპირებულ, კრიმინალურ, ძირგამომპალ მთავრობაში იყო და უპირისპირდებოდა ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს.

მისთვის ვარდების რევოლუცია ტრაგედია გამოდგა. შევარდნაძის გარემოცვის მიერ ხალხისგან ნაძარცვმა ფულმა, გაყალბებულმა არჩევნებმა და ასლანის ჩამოყვანილმა ტიტუშკებმა ვერ შეუნარჩუნეს თანამდებობა.

მერე იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც მტრებად მიაჩნდა, ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანეს.

ახლა დეჟავიუ აქვს – თვითონ კორუმპირებულ მთავრობაშია, რომელიც ჭაობისკენ ექაჩება ქვეყანას და გარეთ ისევ პროგრესული ახალგაზრდობა დგას და კაკისთვის მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.

ჩემთვის სახე მაშინ დაკარგა, პარლამენტში რომ გამართეს საბჭოთა სასამართლო ცახესის მითითებით, და თავი რომ გამოიჩინა კომუნისტური პათოსით, მაგრამ ახლა უკვე ბოლო ნარჩენებიც დაუკარგავს ადამიანობის.

კაკი, რუსთაველზე საუკეთესო ახალგაზრდობაა გამოსული, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხოლო მეხუთე კოლონა შენ პარტიაში მოიკითხე, გავრილოვებთან,”-მიმართავს კახიძე ზოიძეს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი დონალდ ტუსკთან შეხვედრისას – ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება