კახიძე-ასოცირების კომიტეტმა დეკლარაციის “ოცნების” მიერ მომზადებულ ტექსტს მხარი არ დაუჭირა

region
ავტ.: region თებერვალი 13, 2020 16:46

კახიძე-ასოცირების კომიტეტმა დეკლარაციის “ოცნების” მიერ მომზადებულ ტექსტს მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომლის ტექსტიც “ქართული ოცნების” მიერ იყო მომზადებული.

“ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრია, ყვება, რომ ტექსტი, რომელიც ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ ქართული ოცნების მხარემ შეიმუშავა, სრულად იქნა უარყოფილი, ვინაიდან მასში საერთოდ არ იყო ნახსენები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით და აღნიშნული იყო, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია.

კახიძის თქმით, მან და სალომე სამადაშვილმა, რომელიც ასევე დელეგაციის წევრია, ტექსტის შინაარსი გააპროტესტეს და მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ტექსტში ცვლილებები წარმოადგინეს.

“ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავს ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს: ავთანდილ წერეთელი, ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფორმულას დირექტორის, გუმბარიძის საქმეზე, 20 ივნისის ამბები, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება, სასამართლოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესები.”, – ამბობს კახიძე.

სწორედ ამ ცვლილებების დეკლარაციაში შეტანას დაუჭირა მხარი ევრიპარლამენტარების უმრავლესობამ.

კახიძის თქმით, ტექსტის მიღება ორმხრივი კენჭისყრით ხდება – მას ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობა განიხილავს და კენჭს უყრის, შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობა კენჭს უყრის. ცვლილების მიღებისთვის ორივე მათგანის მხარდაჭერაა საჭირო.

დეპუტატი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შესწორებები ჩააგდო, თუმცა, ევროპარლამენტარების უმრავლესობამ თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა, ოპოზიციის შესწორებების საპასუხოდ “ოცნების” მიერ მომზადებულ ცვლილებებს კი კომიტეტმა უარით უპასუხა.

“ევროპარლამენტარები ამ კომიტეტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები, როგორც კონსერვატორები, ისე EPP, მწვანეები და სხვები. საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა მმართველ გუნდს უარი უთხრა.
ეს არის უპრეცედენტო ამბავი, ჩვენი გამარჯვება და ქართული ოცნების სრული კრახი. ეს მოხდა პირველად. თან, ქართული ოცნება თავისი დელეგაციის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის ლიდერშიფით, აქ იყვნენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. ისინი მართავდნენ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს. ეს ივანიშვილისთვის არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ. საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები. ქვეყნის გულშემატკივრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და მით უმეტეს, ოლიგარქის, რომელსაც სახელმწიფო ყავს მიტაცებული”, – თქვა კახიძემ.

region
ავტ.: region თებერვალი 13, 2020 16:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics