კახიანი: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შეკრება შესაძლოა, ამ კვირაშიც მოხდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მიმდინარე კვირას გამართავს.

როგორც კახიანმა აღნიშნა, კომისიის შემადგენლობა ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მისი თქმით, თუ ვინ იქნება უმრავლესობის სახელით კომისიაში წარდგენილი, ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„კომისია მიმდინარე წელს აუცილებლად შეიკრიბება. ეს შეიძლება ამ კვირაშიც მოხდეს. საკონსტიტუციო კომისიის ცნობაზე წარმოდგენილი იქნებიან ის პირები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გასულ კვირას შექმნა. კომისია 60 წევრისგან შედგება, რომელმაც ახალი კონსტიტუციური მოდელი უნდა მოამზადოს.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო პრემიებს მინისტრები და დეპარტამენტის უფროსები არ აიღებენ – აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატია(Video) “საპატრიარქოს რუხი კარდინალი”- მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს დაპირისპირების სათავეს უწოდებს