კახი ლაზარიშვილი-„იატაკი ჩავარდა, თანამშრომელი ჩავარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა!“

ეს, აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრია. თეატრი, თბილისის ცენტრში, აბანოთუბანში მდებარეობს, რომელმაც გასული საუკუნის 40-აინ წლებში შეწყვიტა სიცოცხლე, ხოლო ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ 2004 წელს განაახლა ფუნქციონირება.
იმ წუთიდან, ნელ-ნელა, წვალებ-წვალებითა და იმის იმედით, რომ ერთ დღეს, ვინმე ამ თეატრსაც მიაქცევს ყურადღებას, მსახიობთა დასი და ადმინისტრაციის თანამშრომლები იღწვიან იმისთვის, რომ თეატრის კარი სამუდამოდ არ ჩაიკეტოს და თეატრში, რომელსაც არც სცენა გააჩნია და მაყურებელთა დარბაზიც არ აქვს, იდგმება სპექტაკლები და მოდის მაყურებელი.
შენობაში არ არის გათბობა, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები გაუმართავია, არ აქვთ საგრიმიოროები და 800-ი კვ. მ. ფართობის ამორტიზირებულ შენობაში, სადაც ყველაფერი ინგრევა, ამორტიზებული და გამოუყენებელია, მხოლოდ ორი, შედარებით საღი და საიმედო ოთახია, თანამშრომლები თავს იქ გრძნობენ უსაფრთხოდ და აფარებენ თავს.
„დიდი წვალებით, ხელებდაკაპიწებული ვმუშაობთ ყველა, მსახიობთა გუნდი და ადმინისტრაცია, რომ თეატრი შევინარჩუნოთ, ვდგამთ სპექტაკლებს, მაგრამ რადგან ფაქტობრივ მისამართზე შეუძლებელია თამაში, მაყურებელს თბილისის სხვა და სხვა დარბაზებში ვთამაშობთ, დარბაზების ქირა კი ჩვენს ისედაც მინიმალურ ბიუჯეტს, მძიმე ტვირთად აწვება! რა ხალისი და მოტივაცია უნდა ჰქონდეს ადამიანებს აქ, ამ პირობებში?! თანამშრომელთა უმრავლესობა თეატრში აღდგენის დღიდან მუშაობს. დილით რომ მოვდივართ სამსახურში, საღამოს ცოცხლები გავალთ თუ არა შენობიდან, არავინ ვიცით! ორჯერ იატაკიც კი ჩავარდა, თანამშრომლები ჩაცვივდნენ და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ. სრულიად ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა. ფაქტობრივად, ენთუზიასტები ვართ, რადგან ხელფასიც მინიმალურია, იმდენად მინიმალურია, რომ სამსახურში მოსვლისთვისაც არ გვყოფნის თანამშრომლებს, რომლებიც თბილისის სხვა და სხვა უბნებში ვცხოვრობთ, ზოგიერთს თეატრში ძალიან შორი მანძილიდან უხდება მოსვლა!“- განაცხადა თეატრის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კახი ლაზარიშვილმა

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაკერძო ტელევიზიებს პარლამენტის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ