კახი კალაძის განცხადების პასუხად ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის გვერდზე წერს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2018 10:25

კახი კალაძის განცხადების პასუხად ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის გვერდზე წერს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!

კახი კალაძის განცხადების პასუხად ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის გვერდზე წერს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!

როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მის გვერდით დადგა მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის… დიდი არმია. ქართული ოცნების ოფისში გაიხსნა ე.წ. თემატური ჯგუფები – ყველა ერთი იდეით ვიყავით შთაგონებული, რომ გვეშველა იმ სფეროსთვის, რომელსაც წარმოვადგენდით. აფთიაქის სასწორის სიზუსტით ვზომავდით ყოველ სიტყვას, მისხალ-მისხალ ვაგროვებდით ყოველგვარ ინფორმაციას ჩვენს დარგში არსებული გადაუჭრელი პრობლემების ირგვლივ. ცოტა ხანში ხმა დაირხა, ივანიშვილმა მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა თემატური ჯგუფის წევრებსო. ესეც ნაციონალების ბოდვა-დემაგოგია იყო. სინამდვილეში, გზის ფულიც არავის გადაუხდია ჩვენთვის (ამისი არც მოლოდინი გვქონდა და არც სურვილი, რადგან მაშინდელი ხელისუფლება გააფთრებული ებრძოდა „ქართულ ოცნებასაც“ და ყველაფერს, მასთან დაკავშირებულს).
ყველა ჯგუფმა და მათ შორის მეცნიერების ჯგუფმაც, რომლის წევრიც ვიყავი, დადო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იყო დარგში შექმნილი მდგომარეობა და პრობლემათა გადაჭრის გზები. ჩვენი ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროგრამას (გადამუშავებული ვარიანტით). ჯგუფის წევრები დავიშალეთ იმ იმედით, რომ ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი აისახებოდა უკვე ქართული ოცნების სახელმწიფოებრივ მიდგომებში, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში, დარგის გარდარჩენისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში.
რომ იტყვიან, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, აღარც ჯგუფის წევრები გახსენებია ვინმეს, მადლობაც კი არ უთქვამთ ჩვენთვის, სააკაშვილის დემონური რეჟიმის ზეწოლის მიუხედავად, ასეთი მონდომებით რომ ვაკეთებდით, ჩვენი აზრით, ქვეყნისათვის საჭირო საქმეს.
ბატონო კახი, ახლა სინანული ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის?! აბა, მიმოიხედოს „ქართულმა ოცნებამ“ ირგვლივ, ვის ჩააბარა, ვის დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტები სამართავად; გადახედეთ მაშინდელ სიებს, იმ თემატურ ჯგუფებში რა კვალიფიკაციის ხალხი იდგა თქვენ გვერდით და მათგან ვის მიანდეთ სამართავად სტრატეგიულად ასე მნიშვნელოვანი დარგები.
იცოდეთ, ღირსეული ადამიანები არ დაიწყებენ კარდაკარ სიარულს თქვენს პარტიულ ოფისებში. რატომ ჩამოიშორეეთ ისინი, ვინც დასაწყისიდანვე თქვენ გვერდით იდგა?! მართალია, ქვეყნის მართვის გამოცდილება მაშინ არ გქონდათ, მაგრამ 6 წელი არ გეყოთ ფიქრისა და განსჯისათვის; არ გეყოთ იმ დაწყევლილი რეჟიმის კრიტიკისათვის…
ჩვენ კი დავიღალეთ ამდენი ოცნებითა და ლოდინით! თქვენც ამიტომ დაგიდგათ ასეთი რეალობა! რას იზამ, ბრძენკაცს უთქვამს, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო!-წერს ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი საბა მეტრეველი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2018 10:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics