კახი კალაძეს შესაძლოა თავად მმართველ გუნდშიც დაუპირისპირდნენ

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩაურთველობაზე საუბრობს. ის ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში არგამოჩენის ერთ-ერთ მიზეზად, ივანიშვილის მხრიდან გარკვეულწილად მმართველი გუნდიდან დისტანცირების მცდელობას ასახელებს.

„რეპერების თემამ გამოამჟღავნა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ კრიზისულ სიტუაციას თავს ვერ გაართმევდა და ამიტომაც, წინა პლანზე წამოვიდა მისი ოჯახის წევრი. თუ აი ის, რასაც ახლა მე ვსაუბრობ რეალობაა, იოლად ახსნადია ივანიშვილის შესაძლო უარი არ ჩაერთოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მომავალ არჩევნებში,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელებასა და შემდგომში მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კახი კალაძის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კახი კალაძეს შესაძლოა თავად მმართველ გუნდშიც დაუპირისპირდნენ.

„თუკი კახი კალაძე მერად მოგვევლინება, მოვა ხელისუფლებაში ადამიანი, რომლის მიერ აღებულ ხმებში ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ არ ექნება მონაწილეობა მიღებული,“ – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის მმართველი გუნდიდან ჩამოშორება გარკვეულ ძვრებს მოახდენს და არჩევნებზეც იქონიებს გავლენას.

„თუ საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ივანიშვილი დისტანცირდება “ქართული ოცნებისგან”, ეს რა თქმა უნდა, ცალსახად, მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე,“ – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე კუდ-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით – “პრესა”
შემდეგი სტატიაივანიშვილი არის პოლიტიკური ცრუპენტელა, ავანტიურისტი – ნიკა რურუა