კახი კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

თბილისის მერმა , კახი კალაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“75 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. ეს არის ბოროტებაზე გამარჯვების დღე, რაშიც უდიდესია ქართველი მებრძოლების, ჩვენი ვეტერანების წვლილი.
მადლობა მათ თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის!
სამწუხაროდ დღეს არ გვაქვს შესაძლებლობა მოვეფეროთ და პირადად მივულოცოთ ამ ადამიანებს გამარჯვების დღე. თუმცა, მჯერა ამ ბრძოლასაც ღირსეულად გაუმკლავდებიან ჩვენი ვეტერანები. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას!”-აცხადებს  კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა