კახი კალაძემ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი, ნინო წილოსანი წარადგინა

პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი, ნინო წილოსანი წარადგინა.

როგორც წარგენისას კალაძემ აღნიშნა, ნინო წილოსანი არის საერთშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი, გავლილი აქვს ეკონომიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში იყო ვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, დღეს კი ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

“ნინო წილოსანს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სერიოზული გამოცდილება აქვს საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით, არის სამი შვილის დედა. ნინო ლანჩხუთელია და კარგად იცნობს რაიონის მოსახლეობა. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებული მაჟორიტარი იქნება”,-აღნიშნა კახი კალაძემ.

რაც შეეხება თემურ ჭკუასელს, როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი რჩება გუნდის წევრად, იქნება საპარლამენტო სიაში.

ნინო წილოსანის თქმით კი, მისთვის დიდი პატივია, წარმოადგინოს “ქართულ ოცნება” და იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

“გურია ჩემი მშობლიური მხარეა და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ის საკითხები, რაც გადასაჭრელი და მოსაგვარებელია. მინდა, ჩემს გურულებს ვუთხრა, რომ თითოეული მათგანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას”,-აღნიშნა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა
შემდეგი სტატიაავსტრალიაში გამყინვარების დროინდელი სახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს