კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული – ირაკლი ნადირაძე

2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18-ის ნაცვლად 1 ლარი და 13 იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ განცხადება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ გააკეთა. ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სატენდერო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.

კერძოდ, საუბარია გლდანზე, სადაც დოკუმენტების მიხედვით, ტენდერზე გამარჯვებული კომპანია ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად 1.13 ლარს დახარჯავს.

„იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული და 1.18 ლარის ნაცვლად ის აპირებს მაგალითად გლდანის რაიონში, რომ 1.13 ლარად გამოკვებოს 6000-ზე მეტი ბენეფიციარი. ეს არის თბილისელების დაცინვა, ეს არის ხალხის დაცინვა,“ – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ თბილისის ოთხ რაიონში, არსებული 1.18 ლარი შემცირებულია 1.17 ლარამდე.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის მოადგილე: განსაკუთრებული გარემოება, რომ სააკაშვილის ექსტრადიციაზე განმეორებით მივართოთ უკრაინას, არ არსებობს
შემდეგი სტატიარუსთაველის თეატრში დიმა ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს