კახი კალაძე: ზედა და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა

კრწანისის რაიონში, ზედა და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისწქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების ქსელს. ქვედა და ზედა ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი კი ღორობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე, სადაც პიკის საათებში მოძრაობა ძლიერ შეფერხებულია.

სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 582 473 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა რვა შტატში გაიმარჯვა
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებაზე განცხადებების მიღება დაიწყო