კახი კალაძე: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით.

101 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და მხოლოდ 70 წლის შემდეგ შევძელით მისი დაბრუნება ეროვნული მოძრაობის გმირების და ქართველი ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლის და მსხვერპლის შედეგად.

დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო.

სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებულობა. დამოუკიდებლობა სწორედ თავისუფალი ნების და პასუხისმგებლობის ნაზავია.

ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წინ გვიდევს დიდი გზა, რომელიც გადის დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიურ განვითარებაზე, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ გზით უნდა გავხდეთ და გავხდებით კიდეც ევროპის ნაწილი.

კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: “ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: სიმბოლურია 26 მაისის აღნიშვნა ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან – ამ დღის აღქმა არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური