კახი კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს

ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს პირველ არხზე მერობის ყველა კანდიდატს შორის გამართული ტელედებატების შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ შეაფასა მელიას მიერ დებატების დატოვების ფაქტი.

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია. ძირითადად, დაკავებულია დესტრუქციით. სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, ორ ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს.

მე პირობას ვაძლევ ყველას და დღესაც, დებატებში ხაზი გავუსვი ამას, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და იმ სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონკრეტული პროექტების სახით, რა თქმა უნდა, ნიკა მელიაც, მისი ოჯახი და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წინა სტატიაშიზალკალიანი – ერდოღანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს პრემიერის როლი ყარაბაღის მოვლენებში
შემდეგი სტატიაგახარიასა და კალაძეს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ვერ ვხედავ, ისინი “ქართული ოცნების” წევრები არიან – ანა ბიბილაშვილი