კახი კალაძე: თბილისს 126 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი შეემატება

თბილისს უახლოეს მომავალში 126 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესყიდვა განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით.

მისივე თქმით, ტენდერში გაიმარჯვა თურქული კომპანიის წარმოებულმა ავტობუსის მოდელმა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.

„ახალი BMC-ის მარკის ავტობუსები, გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდეცირების და ვენტილაციის სისტემა. ავტობუსებს აქვთ, როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა. ხელშეკრულების მიხედვით BMC მარკის ავტობუსებს უნდა ჰქონდეთ სრული გარანტია მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ავტობუსების სასიცოცხლო ოპერირებს ვადა კი უნდა იყოს არანაკლებ 12 წელი და 960 000 კმ გარბენი. პროექტის ღირებულება 37 885 207 ევროს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მარტში დაიწყება
შემდეგი სტატიამერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა