კახი კალაძე თბილისის მერის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს

ენერგეტიკის მინისტრი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კახი კალაძე აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, თბისლისის მერის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს.

განცხადება ამის შესახებ ვიცე პრემიერმა ევროპელ სოციალ-დემოკრეტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 2012 წლამდე, 2012 წლის მერე. რეალურად რომ ვთქვათ, გვქონდა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და ამიტომ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხდება მაგალითების მოყვანა, აპელირება თუ რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს. მე ვფიქრობ, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, აბსოლუტურად შეცვლილი გარემო და ეს რა თქმა უნდა, არის ყველა ჩვენგანის, მთავრობის, ხალხის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთობლივი დამსახურება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკნუტ ფლეკენშტეინი: მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: 2012 წლამდე აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვქონდა