კახი კალაძე: შესაბამისმა სამსახურებმა უკეთ იციან, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაცია ,მართლა იდეალურად იყო ჩატარებული

შესაბამისმა სამსახურებმა უკეთ იციან, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაცია ,მართლა იდეალურად იყო ჩატარებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე და მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

„ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან, როდის და როგორ მომხდარიყო მისი აყვანის სპეცოპერაცია. მართლა იდეალურად იყო ჩატარებული. მადლობა უშიშროებისა და შს სამინისტროს თანამშრომლებს, რადგან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად და წყნარად. გენერალურმა მდივანმა შეიძლება, ბევრი რამ იცოდეს, არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთა დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის, გახმოვანების. შეიძლება, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. დამშვიდდით, ყველაზე მთავარია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე:გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან
შემდეგი სტატიაფორმულას ჟურნალისტ სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო