კახი კალაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ამ განცხადებაში. გუშინ განმარტებები იქნა გაკეთებული და აბსოლუტურად ვიზიარებ ყველა სიტყვას, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი და თუ ჩვენ სიმართლე არ ვუთხარით ერთმანეთს, ცუდი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის, ყველას, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ძალიან ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს