კახი კალაძე ქალების ჭორაობაზე გაკეთებულ განცხადებას უნებურ წამოცდენას უწოდებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ქალების ჭორაობას შეეხებოდა განმარტებას აკეთებს

ამის შესახებ კახი კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი. მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.
გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს.
ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში”, – წერს კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ზეწოლის შესახებ ქალების ჭორაობა უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ მიწის რეგისტრაციის გამარტივების შესახებ ახალი კანონიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტები დაამტკიცა
შემდეგი სტატიაარჩევნების უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიზნით ცესკო ახალ ინიციატივას ახორციელებს