კახი კალაძე: პოლიტიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო

ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. არის მხარდაჭერა და არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ გარკვეულწილად საუბარი, მოლაპარაკება, ზოგადად პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული მოწოდებები საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.
ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა, არც ახლა და არც მომავალში“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიEMC: სანაიაზე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია
შემდეგი სტატია„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა