კახი კალაძე: პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით

არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს, – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„მინდა, მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი – ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი. ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები.

დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშიჩემო მეგობრებო, მე ვარ კახა კალაძე, ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი
შემდეგი სტატიახაინდრავა ჟურნალისტებს: ყარხართ, უნამუსობით ყარხართ, სიბილწით ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი