კახი კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი სახელის კორცხელთან დაკავშირება არ გამოუვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დააკავშიროს ჩემი სახელი კორცხელთან, ეს მათ არ გამოუვათ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველამ კარგად იცის კახი კალაძის ხელწერა და ისიც იციან რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

„მე არ დავიწყებ იმ წლებზე საუბარს თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არჩევნები ჩავატაროთ თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პარტიას ექნება საშუალება საკუთარი ხედვა მიაწოდოს მოსახლეობას. მოსახლეობამ არჩევნების გზით გადაწყვიტოს თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში” – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედი
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ”