კახი კალაძე: მშენებლობას ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ანას ბაღს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. ზუსტად ჩემი მერობის პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობებისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს. პირიქით, ანას ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენება“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთობის” დაწესების დღეა!
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ღამის კლუბების მიმართულებითაც ვაპირებთ დახმარების პაკეტის შეთავაზებას