კახი კალაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივმა, კახი კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული, გამტკიცებული. ქვეყანაში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს