“სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთ კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. იყო გაკეთებული შეთავაზება ჩანაცვლების პროგრამის, მაგრამ ამას სჭირდება 100%-იანი თანხმობა, რაც ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი რომელმაც განაცხადა თანხმობა გაყვანილია ქირით, დანარჩენებმა განაცხადეს უარი” -ამბობს კახა კალაძე, რომელიც სადგურის მოედანზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი შენობის კარნიზი ჩამოინგრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

















