კახი კალაძე: “გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა

პაატა ბურჭულაძის კოალიციიდან “გირჩის” გამოსვლაზე შეფასებები კახი კალაძემ ჟურნალისტებთან, ბათუმში გააკეთა. კალაძის განცხადებით, ამ პარტიების ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა.
“ყველაზე მეტად ამ ორი პარტიის გაერთიანება გამიკვირდა. ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტია, განსხვავებული მხარდამჭერებით აბსოლუტურად. ზურაბ ჯაფარძემ განაცხადა, რომ მათი იდეოლოგია და პრინციპები მათვის არის პრინციპულად მნიშშვნელოვანი, მე ამას მივესალმები და ზოგადად თანამედროვე ქართული პოლიტიკა გადავიდა ახალ თანამედროვე საფეხურზე და ბრძოლა აღარ არის მხოლოდ სკამეებზე, აქ მნიშვნელოვანია იდეები, პოზიციები, მსოფლმხედველობა”, – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებს მიმართავს
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: საუბარი იყო 4,5 მილიონ ლარზე, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ვალად ედო მისი გამფლანგველი ხასიათის გამო