კახი კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

კახი კალაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვენლოვანი პროექტი განახორციელეს და 24 საათის განმავლობაში მუშობდნენ.

„მე დღეიდან აღარ ვარ თქვენი მინისტრი, ჩვენ ვიქნებით ერთად, მთავარი ეს არის და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კალაძემ.

კახი კალაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

კალაძის გარდა სიაში კიდევ ერთი მინისტრია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რომელმაც უკვე დატვა თანამდებობა.

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშიუზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დასახელდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ესპანეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა