კახი კალაძე: ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი

ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები, თითქოს ელექტროენერგიაზე ფასები გაიზრდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარე დათვლების მიხედვით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.

„ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკ-ის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია, დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, -განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგადასახადების 60%-ით შემცირება, რეგულაციების 80%-ით გაუქმება და პოლიტიკური კლასის შეცვლა-სააკაშვილი გეგმებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს