კახი კალაძე: დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული. ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხდა.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია თუ პოლემიკა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და ბევრ სხვა თემაზე, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია, პოლიტიკაში კი ახალი სახეები უნდა შემოვიდნენ, თუმცა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების მსგავს ნაბიჯებს ვერ გადადგამს და სატელიტ პარტიებს ვერ შექმნის – ეს არ არის ჯანსაღი პროცესი და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

„ვინ იქნება მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე, ვის ექნება შესაძლებლობა მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში – სწორედ ამ მიმართულებით არის, ოპოზიციურ სპექტრში დუღილი და ბრძოლა

თუ პოლიტიკური პარტიები განახლდებიან და ახალი პარტიები, ლიდერები გაჩნდებიან, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვნახოთ, ვინ არიან დღეს ოპონენტები – ერთი და იგივე პოლიტიკური სახეები, ერთკაციანი, ორკაციანი პოლიტიკური პარტიები. ადამიანები ძალიან კარგად აფასებენ არსებულ ვითარებას.

შეიძლება, იდეალურები ჩვენც არ ვართ და რაღაც საოცრებებს არ ვახდენდეთ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია – ადამიანი ფიქრობს, რა ხდებოდა წლების განმავლობაში და რა ხდება დღეს – შეფასება ხომ ძალიან მარტივია. ჩვენ, არსებულით არ ვკმაყოფილდებით, არ იფიქროთ, რომ მოხარულები და თვითკმაყოფილი ვართ არსებული მდგომარეობით. პირიქით, უფრო მეტი გვინდა – მეტად დახვეწილი ჯანდაცვის სისტემა; განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. ასევე – ეკონომიკის განვითარებას, რომ თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს – ამისკენ იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა.

პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ძალიან მალე გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არსებული ვითარება, რაც ოპოზიციურ პლატფორმაზეა, აისახება მათ წარუმატებლობაზე. ხომ ხედავთ, პრემიერმინისტრობის რამდენი კანდიდატია დასახელებული, ყველას დირექტორობა უნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

კალაძის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, შესაბამისად არჩევნებზეც აისახება ეს განწყობები და დამოკიდებულებები.„ არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი ამ პოლიტიკური პარტიების ერთობა. უკვე თვლაშიც ავირიე, იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავთ დასახელებული. შესაბამისად, მეეჭვება რამე შეთანხმება მოახერხონ. მე არ ვერევი მათ სამზარეულოში, თავად დაალაგონ და გადაწყვიტონ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, წარუდგინოს საზოგადოებას, როგორი ხედვა გვაქვს და როგორი იქნება საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რა გამოწვევები და პრობლემაბია, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს ყველაფერი. როდესაც გავდივართ რეგიონებში და ვხვდებით ამომრჩეველს ვესაუბრებით ამ ყველაფერზე და არა იმაზე თუ რა მდგომარეობაა ოპოზიციაში და როგორ ვერ თანხმდებიან კანდიდატებზე“, – განაცხდა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება
შემდეგი სტატიანუგზარ პაპავა: ორსულს დღეს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და ხველება