კახი კალაძე: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში

ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული და ეს მძიმეა მათთვის.

„გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემა აწუხებს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის 111 საქმეზე დაიწყო გამოძიება
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.5078 ლარი გახდა