კახი კალაძე: ჩვენი ლიდერია ხალხი

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

,,ქართული ოცნების” რიგით მეოთხე ყრილობა ამ წუთებში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ჰიმნის შემდეგ კი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პირველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი კახი კალაძე მიმართავს.
კახი კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს და შემდეგ ,,მოძრაობის სრულის ჩამდგმელს ბიძინა ივანიშვილს”.

,,ჩვენ გადავლახეთ 2012 წლის ურთულესი არჩევნები და რთული მომდევნო წლები. არ გვიზრუნია პირად კომფორტზე როდესაც მოსახლეობა შიშისა და ძალადობის წნეხიდან იყო გამოსაყვანი. საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური რეჟიმი. საქართველო სწორ გზაზე დადგა. ჩვენი ლიდერია ხალხი. ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე. თავისუფლება, ერთობა და პროგრესი ჩვენი ძირითადი მიმართულებაა”- განაცხადა თავისი მიმართვის პირველ ნაწილში კახი კალაძემ.

 

„ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია, ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით ან განუკითხაობით. ჩვენი ლიდერია ხალხი. ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება. ერთობა და პროგრესი. იყო დრო, როცა პარტიის თითოეული წევრი, რეჟიმისგან დაჩაგრული ან განუკითხაობით აღშფოთებული მოსახლეობა დავირაზმეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით მოვახდინეთ არასასურველი ხელისუფლების ცვლა, ჩვენ ყველამ ერთად, ოცნების ჯარისაკაცებმა და ჩვენმა ამომრჩეველმა თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორია ახალ ეტაპზე გადავიყვანე. ჩვენ, ჩვენი ხელით შევქმენით ახალი რეალობა, გადავშალეთ ახალი ფურცელი ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს 4 წელი იყო უაღრესად შრომატევადი და შორსმიმავალ შედეგებზე ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაში(video)”ქართული ოცნების” ყრილობას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიაპარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა