კახი კალაძე: ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და პროცესში მერიის მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სასაფლაოებთან მისვლის შესაძლებლობის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ზოგადად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახლში დარჩენაზე, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა დავრჩეთ სახლში. მე მესმის, აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს ვთხოვთ, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშობლების, შვილების, ბებიებისა და ბაბუებისთვის. ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სასაფლაოებზე გასვლისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებენ ამ პროცესს, ჩვენი მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება ამ პროცესში და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ შევზღუდოთ სასაფლაოებზე გასვლა და გადაადგილება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დღეს , ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობიდან ერთიანი ძალისხმევით გამოსვლა. მარტო სახელმწიფო ვერაფერს ვერ გახდება. ჩვენი ამას ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მხოლოდ. მთავარია, დავრჩეთ სახლში, დავიცვათ დისტანცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი – ამითი გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე
შემდეგი სტატიაბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 32-მდე გაიზარდა