კახი კალაძე: ჩვენ გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს

მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კახი კალაძემ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო.

„ოთხი წლის განმავლობაში, ამ გუნდთან ერთად ვუძღვებოდი სამინისტროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი პროექტია დაწყებული, ზოგიერთი მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ყველა მოადგილე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა, შეინარჩუნებს თანამდებობას.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაარჩევნო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის 111 საქმეზე დაიწყო გამოძიება