კახი კალაძე: ბაზრობა “თერგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის

ბაზრობა “თერგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ გააკეთა.

კალაძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ხანძრის ჩაქრობის პროცესს აკვირდება.

თბილისის მერის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის დიდი რაოდენობა, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კალაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ცეცხლი სრულად იქნება ლოკალიზებული.

“მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. მობილიზებულია მთელი ქალაქის სახანძროები, სასწრაფო დახმარების მანქანები. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ალბათ რამოდენიმე ხანში მთლიანად იქნება ლოკალიზებული ხანძარი. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის,”-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიღამით ბაზრობაზე შუქი ითიშება
შემდეგი სტატიაცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს – გიორგი მღებრიშვილი