კახი კალაძე: არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება

„არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რეალურად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს.

„მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონტაქტი არასდროს არ გაგვიწყვეტია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი „ქართული ოცნებისისადმი“ განწყობები. ამას ემატება რეგიონებში ჩვენი გასვლები, წარდგენები და იქაც ძალიან ხშირია კომუნიკაცია.

თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. რეალურად, რომ შევხედოთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული