კახი კალაძე: არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან

ჩემთვის, ისე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე, დღესაც გავაკეთე აქცენტები ამაზე. უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაზე, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად მიმართული იყო იმაზე, რომ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილება რომელზეც იყი საუბარი, ვერ განხორციელებულიყო. ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ. არავითარი უკანდახევა და თავდახრა, ჩვენ არჩევნებზე ვაჩვენებთ თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, აქედან საჭიროა ერთობლივი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდებულია და ყველაფერი კარგად მიდის
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ყველას ვაჩვენებთ საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“