კახი კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ეს ყოველთვის ხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, 20-21 ივნისის ღამეს მთავრობას ოპოზიციამ შეცდომა დააშვებინა.

კალაძის თქმით, ოქრუაშვილმა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ფაქტობრივას, აღიარებითი ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში. ყველამ ყველაფერი იცოდა რეალურად, თუ რა იყო. ზოგადად, არსებობს პოლიტიკური მორალი. არსებობს ამის სტანდარტები. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე მისული არ არის, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ოქრუაშვილი, უგულავა და სხვა ბევრი. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, ერთი მხრივ, ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, კომფორტულია ასეთი ადმიანების ოპოზიციაში არსებობა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივართ. რა თქმა უნდა, ასეთი ოპოზიციის არსებობა, რომელიც არის გამარგინალებული, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მაშინ, როდესაც უნდა იმართებოდეს დებატები, პოლემიკა ქვეყნისთვის საჭირბოროტოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, გვაქვს განსხვავებული რეალობა, მდგომარეობა. თუმცა, ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია და ეს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ეს ყოველთვის ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას, მხარეებმა იციან რა პირობებზეც დათანხმდნენ