კახი კალაძე: 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში – შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში. ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის განმავლობაში არის პირადი თავისუფლება. გისურვებთ ყველას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ,როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით”,-წერს კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიარომის პაპის წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა