კახი კალაძე: იქნება ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა

როდესაც ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის უფლებასა და საშუალებას. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

იგი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მართვას მეორე ვადითაც ჩაიბარებს.

„თბილისელებს მინდა გამარჯვებები ვუსურვო. ზოგადად, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა. არაერთხელ გამიკეთებია განცხადებები და მხოლოდ განცხადებებით არ შემოვიფარგლები. ეს ჩანს ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ხედვებით – თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რა შევძელით ამ 4 წლის განმავლობაში. არ ვტრაბახობ, მართლაც გულწრფელად ვამბობ! ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მწვანე სივრცეები, ახალი ავტობუსები, ეს არის უამრავ ადამიანზე ხელშეწყობა, დახმარება, თანადგომა. ძალიან ბევრი კეთილი საქმე გვაქვს გაკეთებული. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიკეთეები, რაც გაკეთებული გვაქვს, კონკრეტული თანადგომითა და მხარდაჭერით გამოიხატება. როდესაც ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის უფლებასა და საშუალებას. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა. იცოდეთ, რომ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მხრიდან მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რათა ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული, გამწვანებული, კომფორტული, რათა კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქალაქში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: წალენჯიხელები, ყოველთვის მონაწილეობდნენ ისტორიულ პროცესებში და არც ახლა დაიხევენ უკან
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა