კახი კახიშვილი : “ხმა მივეცი ქვეყანაში დემოკრატიას, სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს“

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 15:06

კახი კახიშვილი :  “ხმა მივეცი ქვეყანაში დემოკრატიას, სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
კახა კახიშვილის განცხადებით, მან მხარი იმ პარტიას დაუჭირა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა დემოკრატია, სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, მე ზუსტად ამას დავუჭირე მხარი და ხმა მივეცი იმ პარტიას, რომელიც აღნიშნულს უზრუნველყოფს“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით. სწორედ აქედან დგება შედეგი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მით უფრო მყარი არჩევანი და შედეგი დადგება, უფრო დასაბუთებული იქნება ხალხის გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხმა თბილისში, ისნის რაიონში, N9 მაჟორირატულ ოლქში, N7 საარჩევნო უბანზე მისცა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 15:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics