კახეთში ჟურნალისტებმა აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს

კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჟურნალისტები თელავში შეიკრიბნენ და თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს. მათი თქმით, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები შსს-მ დროულად უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„გუშინდელი ფაქტი რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ იყო ჟურნალისტებისთვის ანგარიშსწორების ფაქტი, რაც არც ეროვნულობის და არც დემოკრატიის ნიშნებს არ შეიცავდა. ჟურნალისტები თავს ვგრძნობთ დაუცველად. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, გახდეს თავდასხმის ობიექტი. დამნაშავეების დასჯას მოვითხოვთ“, – აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდი სრულად გაიხსნა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სხვადასხვა მედია საშუალების ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა მდუმარე სოლიდარობის აქცია გამართეს