კახეთში წითელას ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

კახეთში წითელას ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, თუმცა სამკურნალო დაწესებულებებში ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განცახადა.

მისი თქმით, მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების შემთხვევები უმეტესად 20-დან 40-წლამდე ასაკის პაციენტებში ფიქსირდება. როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, გაიზარდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი.

„ძირითადად ვაქცინაციის მოთხოვნით მოდიან ისინი, ვისაც ინფიცირებულებთან უწევთ კონტაქტი. წითელას არაგეგმური ვაქცინაციისთვის მარაგი ყველა რაიონში გვაქვს. თუ სადმე დაგვჭირდება, შევავსებთ.
კახეთში სპეციალიზებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო არ გვაქვს და თუ მძიმე შემთხვევა იქნება, რეფერირებას გავუკეთებთ თბილისში. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტალიზაცია არც ერთ პაციენტს დასჭირვებია“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო ქვეყანაში, საზოგადოებამ კარგად იცის “
შემდეგი სტატიაკორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც შეამოწმებს