კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტიქიამ ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტისა და თელავის მუნციპალიტეტები დააზარალა და ინფრასტრუქტურული ზიანია დიდია. ასევე, დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

“ბოლო პერიოდში სტიქიამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ინფრასტრუქტურული ზიანი საკმაოდ დიდია, რაზეც საუბარი მთავრობის სხდოამზეც იყო. სოფლის მეურნეობის,ინფრასტრუქტურის სამინსიტროებისა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ზარალის ოდენობას. ამ ეტაპზე მდინარე ალაზნის და სტორის კალაპოტში ჩადგომამდე რაიმე გაწმენდითი სამუშაოები დაწყება ვერ ხერხდება, რადგან ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამაშველო ჯგუფებს. იმ მოსახლეობას, რომელთაც სტიქიამ სავარგულები გაუნადგურა და ბანკიდან ჰქონდათ თანხა აღებული, ჩვენ შუამდგომლობას გავუწევთ, რომ თანხის გადახდის გრაფიკის გადავადება მოხდეს. კახეთში სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. 24 საათის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლოებას დახმარებას გაუწევენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ლტოლვილებს გამვლელებზე თავდასხმის ფაქტზე განაჩენი გამოუტანეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან ინფორმაციის სანდოობის საკითხებზე იმსჯელა