21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ იუწყება, რომ დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ძლიერმა ქარმა 8 საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. სტიქიამ ასევე მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კი უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა — სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვეღარ გაატარა, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ორივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ზარალის ზუსტ ოდენობას ადგენენ.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებით მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს