კახეთში სტიქიას ებრძვიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ნინიგორი, გიორგეთი და აფენსა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.
როგორც  ლაგოდეხის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ განაცხადა, სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ასევე, ძლიერი ქარის გამო ელექტროსადენები დაზიანდა და სოფლებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ზარალის დამთვლელი კომისია ზიანის ოდენობას სწავლობს. სტიქიის ადგილზე აღდგენითი სამუშოები მიმდინარეობს.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გურჯაანის რაიონიც დააზარალა. სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელმა ივანკა ტრამპის გამოჩენის შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას უპასუხა
შემდეგი სტატიამთავრობის უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას