კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„გააფორმე კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან: მაშინვე 800 ათასი რუბლი [9 400 დოლარი]“, – შეტყობინებები მთელ რუსეთში ერთი ნომრიდან იგზავნება
შემდეგი სტატიაბაიდენი ნეთანიაჰუს: შეწყვიტე ჩემი მოტყუება