კახეთში, სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს დილას, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 30 წლამდე მამაკაცი მათი თანასოფლელია და ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, გარდაცვლილს ბოლო დღეებში ნათესავებთან ინტენსიური კონფლიქტი ჰქონდა.

,,ძალიან კარგი ბიჭი იყო. სოფელში მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნათესავებთან რაღაც მიზეზით დიდი ჩხუბი მოუვიდა. შესაძლოა ამ დაპირისპირებას ვერ გაუძლო და თავიც ამიტომ ჩამოიხრჩო. ღამით, სახლში რომ აღარ დაბრუნდა, ძებნა დაუწყეს და სოფლის სასაფლაოზე მეზობლებმა იპოვეს“ -აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი, გოგია ბიძინაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და მოკვლევას თელავის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა წამყვანი როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე განცხადებას აკეთებს