კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა.
შემთხვევა გუშინ, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მოხდა. სავარაუდოდ, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება