კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში კორონავირუსი სასულიერო პირს აღმოაჩნდა. ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დაინფიცირებული მამაო ყვარელში მცხოვრებია, ის სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირების წყარო ცნობილია, ამიტომ ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი – 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა
შემდეგი სტატიათურქეთმა საქართველოს მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და pcr ტესტები გადმოსცა