კახეთში სასწრაფოს ექიმთან კორონავირუსი არ დადასტურდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2020 21:37

კახეთში სასწრაფოს ექიმთან კორონავირუსი არ დადასტურდა

კახეთში სასწრაფოს ექიმთან კორონავირუსი არ დადასტურდა,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თუმცა, გაბუნიას თქმით, დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებოდნენ, რაც მისთვის ცნობილი არ არის.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რაზეც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი,შესაბამისად, უნდა ენდოთ მათ განცხადებას. შესაძლებელია, იყოს გარკვეულწილად ტესტის ხარვეზი. ტესტის ხარვეზები ხდება, ცრუ დადებითი არ არის გამორიცხული, რომ იყოს „პისიარ“ ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც, უჩვენებს ძალიან სუსტად დადებითს და ა.შ. რომელიც ექვემდებარება გადამოწმებას. სწორედ ამიტომ ხდება შემდეგ ამ შედეგების რამდენჯერმე გადამოწმება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2020 21:37

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics